ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება
ჩვენი კომპანია, 2019 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების, ტურიზმის სფეროში, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის სპონსორი გახლდათ. გაეცანით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ჩვენი კომპანიის შესახებ:
კომპანია Homedepot უკვე 10 წელია ოპერირებს ბაზარზე სასტუმროს აღჭურვილობის მიმართულებით და ქმნის ხარისხიანი პროდუქციისა და სერვისის საუკეთესო სინთეზს. ONITY დაარსების დღიდან, როგორც საკეტის მწარმოებელი, ახლა კი ელექტრონული ჩამკეტი სისტემის გლობალური მომწოდებელია. მის პორთფოლიოში შედის ისეთი პროდუქცია, როგორებიცაა:
- ელექტრო საკეტი,
- კედლის წამკითხველი განსაზღვრული დაშვებებისთვის,
- ენერგო დამზოგველი,
- მინიბარი,
- სეიფი.
მსოფლიოს მასშტაბით, 115 ქვეყანაში, ONITY-თან სასტუმროს ისეთი ბრენდები თანამშრომლობენ, როგორებიცაა Hilton, Marriott, Accor, Best Western, Starwood, Swissotel, Wyndham, Kempinski და ა.შ. შესაბამისად ჩვენი კომპანიაც თანამშრობლობს საქართველოში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებთან.